2019-06-03
ვაკანსია UNIX დეველოპმენტში - მარკეტინგის მენეჯერი
მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
U
nix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’ საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.
Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება.
სამუშაოს აღწერა:
- მარკეტინგული პოზიციის და კურსის განსაზღვრა;
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
- მარკეტინგული კომუნიკაციების არხების განსაზღვრა და გავითარება;
- კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპანიის საიმიჯო და სარეკლამო სამუშაოების განვითარება;
- სოციალურ აქტივობების ორგანიზება;
- მარკეტინგის ჯგუფის პროდუქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა;
- გაყიდვების ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
- არსებული და პოტენციული მომხმარებლის ანალიზი;
- კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;
მოთხოვნები
განათლება:
- ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ენები:
- ინგლისური;
- რუსული;
საოფისე პროგრამები:
MS Office;
პიროვნული თვისებები და უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი 7 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ ‘გაყიდვების მენეჯერი’.
« იხ. ყველა სიახლე