2018-05-10

ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ,,ინდორი’’

სარეკლამო კომპანია ,,ინდორი’’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 15.05.2018
კომპანია უზრუნველყოფს სარეკლამო ბანერების განთავსებას თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში.

ძირითადი მოვალეობები: 
• ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის შესწავლა და ანალიზი;
• პოტენციური კლიენტების მოძიება, გაყიდვების ოპტიმიზაცია;
• მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
• გაყიდვების პროცესის მართვა, ხელშეკრულებების მომზადება და კლინტებთან შემდგომი ურთიერთობის შენარჩუნება;
• არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, სიახლეების გაცნობა, ურთიერთობის განახლება და მონიტორინგი;
• რეპორტინგის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
• სასურველია გამოცდილება შემდეგი სფეროებიდან: სარეკლამო სფერო ან მომსახურება.

პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელურობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ორგანიზებულობა;
• აქტიურობა.

სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: indoorcompany5@gmail.com
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

Print

« იხ. ყველა სიახლე