2018-04-18

უმცროსი მარკეტერის ვაკანსია გაყიდვებისა და პროდუქტების მარკეტინგის განყოფილებაში, კომპანია BDO Solutions


კომპანია BDO Solutions აცხადებს უმცროსი მარკეტერის ვაკანსიას გაყიდვებისა და პროდუქტების მარკეტინგის განყოფილებაში .

ძირითადი ფუნქციები:

• მასალების მომზადება საკომუნიკაციო არხებისთვის 
• დიზაინერთან თანამშრომლობა ციფრული და საბეჭდი სარეკლამო მასალების მომზადებისთვის
• სოციალურ არხებში გაკეთებული კომუნიკაციების შედეგების რეპორტინგი
• უფროსი მარკეტერის დახმარება სხვა მიმდინარე დავალებებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ან მე-4 კურსის სტუდენტი მარკეტინგის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 
• სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნა
• სავალდებულოა Digital მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
• სასურველია SEO-ს საფუძვლების ცოდნა
• სასურველია პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი მარკეტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.04.2018.


თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე