2018-03-22

სტაჟირება, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი გთავაზობთ სტაჟირებას ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: პუშკინის 3
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (არაანაზღაურებადი)

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 25 მარტი

ძირითადი მოვალეობები: 
• ხარჯების დარიცხვა;
• კრედიტორებთან ფინანსური ვალდებულებების შედარებების წარმოება;
• საგადასახადო პორტალზე ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების დადასტურება და კონტროლი;
• დამატებით, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ფინანსების სპეციალობით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); 
• სასურველია საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
• MS Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები: 
• აქტიური 
• სწრაფად სწავლის უნარი
• დეტალებზე ორიენტირებულობა 
• ორგანიზებულობა
• დროის მართვის უნარი
• სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა
• დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სტაჟიორი ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში


Print

« იხ. ყველა სიახლე