2018-03-22
თარჯიმნების ვაკანსიები, თბილისის ბიზნეს სახლი
თბილისის ბიზნეს სახლი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგი ენების თარჯიმნების პოზიციაზე: ინგლისური, რუსული, გერმანული, თურქული, ფრანგული, არაბული, სომხური, ირანული, სპარსული, უკრაინული, აზერბაიჯანული, იტალიური, ესპანური, შვედური, ნორვეგიული, ბერძნული.
სასურველია ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი (ან დანართში საგნების ჩამონათვალში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ენა, რომელსაც ფლობს სტუდენტი). თანამშრომლობა იქნება დისტანციური.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით მითითებულ ნომერზე: 599 09 28 18 ან გადააგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: gm.assistant@tbh.ge 20 აპრილის ჩათვლით.
« იხ. ყველა სიახლე