2018-03-13

გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსია, სამედიცინო კორპორაცია "ევექსი"

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. 
სამუშო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

განაცხადების მიღების ვადა: 27.03.2018

ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
• მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
• სამუშო მონაცემების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან ნებისმიერი კურსის სტუდენტი;
• სასურველია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
• გამართულად კომუნიკაციის უნარი;
• პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
• მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ საკუთარი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების წარმომადგენელი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე