ანაზღაურებადი სტაჟირება ქოლცენტრის დეპარტამენტში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო ევროკრედიტი“
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო ევროკრედიტი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ქოლცენტრის დეპარტამენტში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მაისი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სააკაძის II გასასვლელი N 11
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიაში შემოსული ზარების მიღება/ იდენტიფიცარება;
• კომპანიიდან გამავალი ზარების განხორციელება;
• მონაცემთა ბაზასთან მუშაობა და ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
• მსესხებლებთან სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება (ახალკურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი ;
საოფისე პროგრამების ( განსაკუთრებით. excel) კარგად ცოდნა;
რუსული ენის ცოდნა სასურველია
დამატებითი უნარები:
- ენერგიული;
- მოტივირებული;
- სხარტი;
- გამართული მეტყველება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
« იხ. ყველა სიახლე