2018-01-11

გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსია, "პალიტრა მედია ჰოლდინგი"

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულთათვის.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზი ათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

განაცხადების მიღების ვადა: 05.02.2018
მოვალეობები:
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მუდმივი კავშირი კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადააგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@palitra.ge, subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე