2018-03-23

სტაჟირება, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფების განვითარების განყოფილებაში BI-ის მიმართულებით:

ფუნქცია-მოვალეობები:
• Data Warehouse-ში მონაცემთა სტრუქტურის შესწავლა;
• Data Warehouse-ში მონაცემთა დამუშავება;
• რეპორტის მოთხოვნების ანალიზი;
• BI სისტემაში მარტივი რეპორტების აგება.

ძირითადი მოთხოვნები:
• ბიზნეს ადმინისტრირების (ფინანსების მიმართულებით) კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია მონაცემთა დამუშავება/ანალიზის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
• ანალიტიკური აზროვნება;
• ორგანიზებულობა; 
• პასუხისმგებლობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• გუნდური მუშაობის უნარი.

ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
• კომპანიის მიერ კვებით უზრუნველყოფა;
• ფიტნეს კლუბით (GIG Fitness) სარგებლობა.

 სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Print

« იხ. ყველა სიახლე