2018-01-12

შიდა კომუნიკაციისა და HR ბრენდინგის სპეციალისტის ვაკანსია, სს „ნიკორა ტრეიდი“

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციისა და HR ბრენდინგის სპეციალისტის პოზიციაზე (დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის).

სს „ნიკორა ტრეიდი“ აერთიანებს საქართველოში ფართო მასშტაბიან სავაჭრო ობიექტების ქსელს, რომლის შემადგენლობაში 216 სავაჭრო ობიექტია. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში გაიხსნა განყოფილება HR ბრენდინგი, რომლის საქმიანობის მიზანი „ნიკორას“, როგორც დამსაქმებელის იმიჯზე ზრუნვაა.
სამუშაო განაკვე თი: სრული 
განაცხადების მიღების ვადა: 25.01.2018

პოზიციის მოკლე აღწერა:
• „ნიკორა კარიერის“ ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება - სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება, პოსტების ვერბალურად და ვიზუალურად გამართვა, ფეისბუქ რეკლამის განთავსება ;
• თანამშრომლებისთვის სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა;
• „ნიკორა“-ს როგორც დამსაქმებლის ცნობადობის გაზრდა და დადებითი იმიჯის ფორმირება;

აუცილებელია:
• დიზაინის პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

სასურველია:
• გამოცდილება ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირების მიმართულებით;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადააგზავნეთ ელ. ფოსტაზე: nadamashvili@nikoratrade.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე