2020-01-16

გაყიდვების მენეჯერისა და განვადების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებას

 ბაზისბანკი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე,  რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 8 რეგიონში. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი განვითარება.

 გსურს ბანკში კარიერის აწყობა, გაქვს განვითარების სურვილი ამ სფეროში და არ გაქვს გამოცდილება?


ამჟამად ჩვენ გთავაზობთ გაყიდვების მენეჯერისა და განვადების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებას, რომელიც მოგცემს შანს შეისწავლო როგორც გაყიდვების სფერო, ასევე საბანკო პროდუქტები.

მთავარია შენ იყო:

• მოტივირებული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;
• ენთუზიაზმით სავსე;
• პასუხისმგებლიანი;
• კომუნიკაბელური;
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან  კურსდამთვარებული (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს,  ბაზისბანკი მზადაა  შეგასწავლოს ეს საქმე, მოგცეს მრავალფეროვანი გამოცდილება და  რეალური შანსი განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში. 

გახდი ბაზისბანკის გუნდის წევრი!


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


 
Print

« იხ. ყველა სიახლე