2018-04-19

ფინანსური ანალიტიკოსის ვაკანსია, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
განიხილებიან ეკონომიკისა და ბიზნესის დამამტავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

განაცხადების მიღების ვადა: 30.04.2018

ძირითადი ფუნქციები
• ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• წლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• ფაქტიური შესრულებების დაგეგმილთან შედარება და სხვაობების ანალიზი;
• პროგრამაში ბუღალტერიის და შემოსავლების აღრიცხვის სამსახურის მიერ დაფიქსირებული მონაცემების კონტროლი;
• ფილიალების მიხედვით შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
• სერვისებზე ფასების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
• პროექტების ფინანსური მოდელირება და ანალიზი;
• აუდიტის პროცესში აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
• კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

მინიმალური მოთხოვნები:
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
o საოფისე პროგრამების - Word, Excel - კარგი ცოდნა
o სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

• განათლება:
o ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
o სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
o ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში საჭირო დონეზე

ანაზღაურება: 800-1500 ლარი გამოცდილებისა დ აკვალიფიკაციის მიხედვით.

სარგებელი ანაზღაურების გარდა
• კორპორატიული სიმ-ბარათი თანხის ლიმიტით
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრიდან სამუშაო ადგილამდე და უკან.

სამუშაო ადგილი
• საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, აეროპორტის დასახლება

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადააგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: t.sikharulidze@airports.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და უნივერსიტეტის დასახელება.

შერჩევა
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების მეშვეობით. შესაძლებელია შერჩევის პროცესი მოიცავდეს კანდიდატის სამუშაო უნარ-ჩვევების, ასევე კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენის ცოდნის დონის შემოწმებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე