2018-02-12

სტაჟიორი ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში, ციფრული მარკეტინგის სააგენტო "ალტერ ვეი"

Google-ის პარტნიორი, ციფრული მარკეტინგის სააგენტო "ალტერ ვეი", ეძებს სტაჟიორს ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში. 
განაცხადების მიღების ვადა: 22.02.2018

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: Google AdWords, Social Media Management, Social Media Advertising, SEO, E-mail marketing.

მოვალეობები:
** ციფრული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, რაც გულისხმობს Google AdWords E-mail, Facebook & Instagram სარეკლამო კამპანიას.
** რელევანტური ქივორდების მოძიება/ რეკლამის შექმნა 
** სარეკლამო ბიუჯეტის შემუშავება
** მიზნებზე მორგებული კამპანიის გაშვება
** ჩაშვებული კამპანიების ოპტიმიზაცია და მონიტორინგი
** რეპორტების მომზადება

მოთხოვნები:

** ახალი კურსდამთავრებული, ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი მარკეტინგის მიმართულებით.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) 
** სასურველია მცირედი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის სფეროში
** ინგლისური და ქართული ენების გამართულად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოტივირებულობა
** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟიორი ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტში" და გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@alterway.ge  

Print

« იხ. ყველა სიახლე