2019-06-03

ვაკანსია UNIX დეველოპმენტში - პროექტის მენეჯერი

პროექტის მენეჯერის   ვაკანსია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 
nix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’  საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი. 
Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება. 

სამუშაოს აღწერა:
  • უძრავი ქონების ბაზრის სეგმენტირება, მუდმივი ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის სრულყოფილად ცოდნის საფუძველზე, შეთავაზების
  • და ფასის განსაზღვრა;
  • უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტში სტრატეგიის შემუშავება;
  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ანალიტიკური უნარი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
  • ხშირი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტიულობაზე ზრუნვა;
  • არსებული და პოტენციული მომხმარებლის ანალიზი;
  • კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;

მოთხოვნები
განათლება: 
  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ენები: 
  • ინგლისური;
  • რუსული;
საოფისე პროგრამები:
MS Office;

პიროვნული თვისებები და უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი 7 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ ‘გაყიდვების მენეჯერი’.

Print

« იხ. ყველა სიახლე