2018-03-19

შემომყვანი ტურ-ოპერატორის და გიდის ვაკანსია, კომპანია „Tbilisi Travel”

ტურისტული კომპანია „Tbilisi Travel” აცხადებს ვაკანსიებს შემომყვანი ტურ-ოპერატორის და გიდის პოზიციებზე ტურიზმის მიმართულების მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
განაცხადების მიღების ვადა: 23.03.2018

1. შემომყვანი ტურ-ოპერატორის ვაკანსია 
ძირითადი მოთხოვნები: 
* უმაღლესი განათლება (ტურიზმის მიმართულებით), განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც. 
* საუსრველია ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
* ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
* საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint, PDF);
* მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
*ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
* დროის მართვის უნარი;
* კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი;
* ანალიტიკური აზროვნება.

ძირითადი მოვალეობები:
* ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების მომზადება;
* მომზადებული ტურების პარტნიორებისთვის და ტურისტებისთვის შეთავაზება’
* კლიენტების მოძიება;
* გაყიდვების პროცესის მონიტორინგი;
*რეზერვაციების კონტროლი;
*რეზერვაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

პირობები:
** სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 6 სამუშაო დღე, 48 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციიდან გამომდინარე გაივლიან სტაჟირებას 1-2 თვე.
სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება: ფიქსირებული 200 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას.

2. გიდის ვაკანსია
მოთხოვნები:
*აუცილებელია სამუშაო გამოცდილება
* ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
* კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გააგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Helen@tbilisitravel.org და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე