2018-04-19

კონტროლის ჯგუფის მენეჯერის ვაკანსია, სს „საქართველოს ბანკი“

სს „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას კონტროლის ჯგუფის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

განაცხადების მიღების ვადა: 02.05.2018

ძირითადი მოვალეობები:
• მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
• საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლებთან საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილებზე ვიზიტი;
• გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: 
უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)

სამუშაო გამოცდილება: 
სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:
• ქართული ენა;
• კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);
• პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
• დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: Regionjob@bog.ge და სათაურის (გრაფაში ,,subject’’) ველში მიუთითოთ ის რეგიონი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

Print

« იხ. ყველა სიახლე