2018-01-10

სტაჟირების ანაზღაურებული პროგრამა, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი"

სტაჟირების ანაზღაურებული პროგრამა ენერგეტიკის პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

" ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი " მწვანე პოლიტიკური ფონდია და იზიარებს გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი პარტიის "კავშირი 90/მწვანეები" პოლიტიკურ ღირებულებებს. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების სფეროებში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო საქართველოში 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს დემოკრატიის, მდგრადი განვითარების და ადამიანის უფლებების საკითხებზე.

ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" აცხადებს კონკურსს სტაჟირების გასავლელად, 2018 წლის თებერვლიდან აგვისტომდე (შესაძლებელია სტაჟირების ვადის გაგრძელებაც). სტაჟიორი იმუშავებს პარტნიორ ორგანიზაციაში "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) და აქტიურად ჩაერთვება ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზში და კვლევით საქმიანობაში. 

სტაჟირების სამუშაო საათები (კვირაში მინუმუმ 25 საათი) შეთანხმდება ხელმძღვანელთან.
"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" სტაჟიორებს უზრუნველყოფს  500 ლარის (ნეტი)  ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით. 

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: 

** სასურველია (თუმცა, არ არის აუცილებელი) უკვე მოპოვებული ჰქონდეთ ბაკალავრის დიპლომი ან სწავლობდნენ შემდეგ სპეციალობებზე: ენერგეტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გარემოსდაცვითი მეცნიერებები
** პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კარგი ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** ქართული და ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა 
** დავალებების დროულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  2018 წლის 20 იანვრამდე  უნდა გამოაგზავნონ: (1) CV, (2) სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე), და (3) სარეკომენდაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org . ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ"სტაჟირება WEG" . 

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
Print

« იხ. ყველა სიახლე