2019-06-03

ვაკანსია ბუღალტრის პოზიციაზე

სს „ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს „კულინარი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•ბუღალტრული გატარების ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
•შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშფაქტურების პროგრამული ასახვა შესაბამისი ზედნადებების მიხედვით და დადასტურება rs.ge-ზე;
•ნაშთების კონტროლი პროგრამულად;
•საქონლის შიდა გადაადგილების პროგრამული გატარება;
•ნედლეულის და მასალების ყოველთვიური აღწერა, ინვენტარიზაცია და მოძრაობის კონტროლი;
•წარმოების ანალიზი და გადახრების გამოვლენა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება
•უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით/ სხვა ფაკულტეტის სტუდენტების რეზიუმე განიხილება მხოლოს საბუღალტრო კურსების გავლის სამასასტურებელი ცნობის შემთხვევაში;
•მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
•საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
•საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, MS Excel - მაღალ დონეზე;
•ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
•პასუხისმგებლობა;
•ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•ორგანიზებულობა;
•დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: staff@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.
განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 09 ივნისი.
Print

« იხ. ყველა სიახლე