2017-12-22

დანერგვების კონსულტანტი - სტაჟირება, BDO Solutions

კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას დანერგვების განყოფილებაში.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კადრი დასაქმდება კომპანიაში.

განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც.

კომპანია ბიდიო სოლუშენსი კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს http://bdosolutions.ge/

ფუნქცია/მოვალეობები:

• ERP პროდუქტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• სამუშაო ფაილების მომზადება;
• კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
• კლიენტებისგან სხვადასხვა ინფრომაციის გამოთხოვა;
• პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
• ტექნიკური დავალებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც;
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• სასურველია რუსული ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „დანერგვების კონსულტანტი“. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04.01.2018

Print

« იხ. ყველა სიახლე