2018-01-29

სტაჟირება, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე შემდეგ კათედრებზე: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, რუსული და ინგლისური ენა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა. 
განაცხადების მიღების ვადა: 04.02.2018

კვალიფიკაცია:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება; 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკის, ქიმიის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის სტაჟიორის პოზიციაზე სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:vacancy@newton.edu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე