2018-02-06

სტაჟირება, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი.აი.ჯი (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი)“ აცხადებს მასშტაბურ ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც თბილისის ფილიალებში (გლდანი, ვარკეთილი, თამარ მეფე), ასევე რუსთავსა და თელავში.

სტაჟირების პროგრამის მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს ტალანტები საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატები დასაქმდებიან ორგანიზაციის სხვადასხვა ფილიალში.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს 2 (ორი) თვიან ანაზღაურებად პერიოდს. ამ დროის განმავლობაშ ი სტაჟიორები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს სხვადასხვა მიმართულებით. გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას და პროდუქტებს. გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს და დააგროვებენ ცოდნას საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით.

ძირითადი პირობები:
პოზიციის დასახელება: სტაჟიორი
სამუშაო ადგილი: თბილისი / რუსთავი / თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 200 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) + ბონუსები
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 15 თებერვალი

ძირითადი მოვალეობები:
• ორგანიზაციის პროდუქტების რეკლამირება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
• პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით. ორგანიზაციის პროდუქტების შეთავაზება და ინფორმაციის მიწოდება;
• პრომო აქციების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
• ორგანიზაციის საკრედიტო პოლიტიკის დაცვა;
• მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვალოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო-საფინანსოს ან ეკონომიკის მიმართულებით;
• სასურველია, საკრედიტო საქმიანობის მიმართულებით მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
• რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• MS Office-ის მომხმარებლის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@big.com.ge. "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 15 თებერვალი.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
1. გასაუბრება;
2. ტესტირება.

Print

« იხ. ყველა სიახლე