2018-03-15

სავაჭრო წარმომადგენლის ვაკანსია, HH Recruitment

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კადრს, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე, ჰორეკას მიმართულებით ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიისთვის.

კომპანია რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას, მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან.

განაცხადების მიღების ვადა: 18.03.2018

ძირითადი მოვალეობები:
• პრეზენტაციის ჩატარება, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური კლიენტისათვის;
• პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაყიდვის უზრუნველყოფა;
• ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური მოწყობილობების გადაცემა ობიექტისათვის;
• გაცემული კრედიტების მუდმივი მონიტორინგი და დავალიანების დროულად
ამოღება, საქართველოს საგადასახადო წესების სრული დაცვით;
• პროდუქციის დარიგების სამსახურთან თანამშრომლობა;
• ფინანსური განყოფილების მიერ მოცემული ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება, ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სავაჭრო აგენტის პოზიციაზე;
• აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
• სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:
• კომუნიკაბელური;
• შრომისმოყვარე და აქტიური;
• პრობლემათა დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
• ამბიციური;
• პრინციპული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელ. ფოსტაზე:
recruitment2@hh.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე