2018-03-05

პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია, კომპანია ,,professional legal consulting“

კომპანია ,,professional legal consulting“ გთავაზობთ ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 01.04.2018

ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს (სტუდენტებისათვის მოქმედებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი) და სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო გარემოში, საქმის ადგილზე შესწავლით.

ძირითადი მოვალეობები:
** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე
** დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.
** კომპანიის სპეციალურ საძიებო-საინფორმაციო სისტემაში LCM-ში მუშაობას.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:
** განათლების ნებისმიერი ხარისხი.
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
 კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
 თქვენთვის მისაღებ ანაზღაურების საბონუსე სისტემას:
- სრულ განაკვეთზე საშუალოდ 300-700 ლარის ფარგლებში. 
- ნახევარ განაკვეთზე საშუალოდ 200-400 ლარის ფარგლებში.
 სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი :
სრული განაკვეთისათვის: 
ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00;

ნახევარი განაკვეთისათვის: 
ორშაბათი-პარასკევი 
- დილის განაკვეთი - 10:00-14:00;
- შუადღის განაკვეთი - 14:00-18:00;
- საღამოს განაკვეთი - 17:00-21:00.
(შესაძლებელია ასევე შეთანხმება გრაფიკზე ინდივიდუალურად)

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა #16

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge.
პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

Print

« იხ. ყველა სიახლე