2019-11-26

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას პროგრამული უზრუნველყოფის მართვისა და განვითარების განყოფილებაში

25 წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი 
ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს  ელექტროენერგიის 
გამომუშავებას,  ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვას და ა.შ. 2006 წელს, ქართულ 
ბაზარზე 20 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. 
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge.  

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას  დასაქმების პერსპექტივით 
პროგრამული უზრუნველყოფების მართვისა და განვითარების განყოფილებაში.    

ძირითადი მოვალეობები:  
  • კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფების შესწავლა;  
  • პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული 
  • საკითხების/პრობლემების აღრიცხვა მხარდაჭერის პორტალზე;  
  •  პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელთა პირველი დონის მხარდაჭერის 
  • უზრუნველყოფა;  
  • სისტემის ანალიტიკოსებთან ახალი ფუნქციონალის ტესტირებასა და იმპლემენტაციაში 
  • მონაწილეობის მიღება. 
   
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების 
  • ან ფინანსების მიმართულებით;  
  •  სასურველია მონაცემთა დამუშავება /ანალიზის ცოდნა.  
  •  გამართული წერითი და ვერბალური კომინიკაციის უნარი;  
  •  ანალიტიკური აზროვნება; 
   
ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:  
  •  სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი;  
  •  მოქნილი სამუშაო გრაფიკი;  
  •  პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;  
  •  დასაქმების შესაძლებლობა; 
  •  მიიღებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
     
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის 
მისამართზე: vacancy@gig.ge 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის 
თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ 
განვიხილავთ. 
Print

« იხ. ყველა სიახლე