2018-04-18

დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსია, კომპანია ,,Professional Legal Consulting“

კომპანია ,,Professional Legal Consulting“ გთავაზობთ დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს (სტუდენტებისათვის მოქმედებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი) და სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო გარემოში. საქმის ადგილზე შესწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე;
** დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.
** კომპანიის სპეციალურ საძიებო-საინფორმაციო სისტემაში LCM-ში მუშაობას.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:
** განათლების ნებისმიერი ხარისხი.
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
 კარიერულ წინსვლასა და განვითარებას;
 თქვენთვის მისაღებ ანაზღაურების საბონუსე სისტემას:
- სრულ განაკვეთზე საშუალოდ 300-700 ლარის ფარგლებში. 
- ნახევარ განაკვეთზე საშუალოდ 200-400 ლარის ფარგლებში.
 სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი :
სრული განაკვეთისათვის: 
ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00;

ნახევარი განაკვეთისათვის: 
ორშაბათი-პარასკევი 
- დილის განაკვეთი - 10:00-14:00;
- შუადღის განაკვეთი - 14:00-18:00;
- საღამოს განაკვეთი - 17:00-21:00.
(შესაძლებელია ასევე შეთანხმება გრაფიკზე ინდივიდუალურად)

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა #16

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: CV შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge.
პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2018 წლის 16 მაისი.

Print

« იხ. ყველა სიახლე