2018-02-02

სტაჟირება ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში (2,3,4 კურსის სტუდენტებისთვის).

განაცხადების მიღების ვადა: 21.02.2018

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 18:00), გათვალისწინებული იქნება სწავლის პერიოდის დროს შეღავათი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

სტაჟიორი ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილების თანამშრომლებს ასისტირებას გაუწევს შემდეგი დავალებების შესრულების დროს:
• ავტო ზარალის დარეგულირების პროცესის ადმინისტრირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
• მომხდარი ზარალის დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის (პოლისის ასლი; კლიენტის განაცხადი, საპატრულო პოლისიის ცნობა და სხვა) მიღება, სისრულის შემოწმება და უზუსტობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება;
• დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და ზარალის ანაზღაურების შესახებ დასკვნის გამოტანა;
• დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გასაცემი თანხის კალკულაცია (ცვეთა, ფრანშიზა და სხვა), შესაბამისი დასკვნის და აქტის (მათ შორის არაპროგრამული) მომზადება;
• ავტო ზარალთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ტექნიკური მიმართულებით; 
• MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით კი, Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
• ორგანიზებული და მოწესრიგებული;
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intern_aldagi@aldagi.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „სტაჟიორი ავტო ზარალების მართვის და სუბროგაციის განყოფილებაში“

Print

« იხ. ყველა სიახლე