2018-03-22

ვაკანსია, სინერჯი ჯგუფი

ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, ვისაც ზოგად უნარებში 60 ქულაზე მაღალი აქვს სინერჯი ჯგუფი დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

თუმცა სინერჯის გუნდის წევრად გახდომისთვის უმთავრესი იმ ფასეულობების აღიარება და გაზიარებაა, რომელზეც აგებულია კომპანიის კულტურა.
ამოსავალი ღირებულებაა პატიოსნება - ყოველთვის, ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში; პროაქტიულობა - წყურვილი მოასწრო რაც შეიძლება მეტი, არ დაელოდო სხვას, იმოქმედო და შეცვალო; სხვებისთვის სარგებლის შექმნა - სურვი ლი და მოწოდება ემსახურო სხვებს და არა პირიქით. ადამიანები, ვისთვისაც ეს ღირებულებები საერთოა სინერჯის გუნდის ორგანული ნაწილი ხდებიან და დიდხანს, ძალიან მაგარი რაღაცების კეთების შესაძლებლობა აქვთ საქართველოში არსებულ საშუალო და მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად.

შერჩეულ კანდიდატს მოუწევს სხვადასხვა ორგანიზაციების განვითარების ამოცანებზე და პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებაზე მუშაობა, რისთვისაც სწრაფი აზროვნება, განვითარებაზე ორიენტირებულობა, კლიენტების წარმატების მთავარ მიზნად დასახვის უნარი შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები იქნება ასევე.

შერჩევის პირველი ეტაპი, IQ ტესტირება, აპრილში იქნება, რომელიც კანდიდატების სწრაფ, ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას შეაფასებს. დაინტერესებულებმა უნდა შეავსონ ფორმა მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLScc3VXjLvJLGG98nC…/viewform
და მიიღებენ შეტყობინებას ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე.

Print

« იხ. ყველა სიახლე