2018-04-19

დამწყები დეველოპერის ვაკანსია, კომპანია ვაბაკო

კომპანია ვაბაკო ეძებს მონდომებულ, შრომისმოყვარე დამწყებ დეველოპერებს, რომლებთან ერთად შეიქმნება მაღალი კლასის პროგრამული პროდუქტები დიდი კორპორაციებისათვის.

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.
ჩვენი პროდუქტები ბექენდ ნაწილში მუშაობს Ruby on Rails- ზე, ხოლო ფრონტენდში AngularJS-ზე.

განაცხადების მიღების ვადა: 06.05.2018

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (პროგრამირების მიმართულებით) 
• მინიმალური GPA. 3.0 (4.0)

ანაზღაურება:
I ეტაპი - 3 თვე - 200 ლარი (სწავლების პროცესი, არასრული სამუშაო დღით).
II ეტაპი - 6 თვე - 550 ლარი (პროექტებში ჩართვა და გამოცდილების მიღება).
III ეტაპი - 6 თვე - 850 ლარი.
IV ეტაპი - ანაზღაურება გადაიხედება ინდივიდუალურად შესაძლებლობებიდან და ათვისებული უნარებიდან გამომდინარე.

პირობები:
• სამუშაო გრაფიკი სწავლების პერიოდის შემდეგ - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
• ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დამწყები დეველოპერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე