2018-02-09

უმცროსი პროგრამისტის ვაკანსია, კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე (კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, განიხილებიან სტუდენტებიც):

განაცხადის მიღების ვადა: 01.03.2018

სამუშაოს აღწერა:
 ჩვენი საქმიანობის სფეროების შესაბამისად სპეციალური პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება/ადაპტირება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად მთავარი პროგრამისტის ხელმძღვანელობით
 ახალი ტექნოლოგიების ათვისება საჭიროების შესაბამისად;
 ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
 საჭიროებისამებრ დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით.

მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით (განვიხილავთ ამავე სპეციალობის სტუდენტებს, სასურველია III-IV კურსი)
** სრული (კვირაში 40 საათი) ან მინიმუმ ნახევარი განაკვეთით (კვირაში 20 საათი) ჩართვის შესაძლებლობა.

შემდეგი ტექნოლოგიებიდან ერთის ცოდნა მაინც:
** SQL-სა და მონაცემთა ბაზებთან (Microsoft SQL Server, MySQL) მუშაობის ცოდნა
** Web Interface-ის (HTML/CSS, Javascript, Jquery, AJAX) შექმნის შესაძლებლობა
** PHP/JavaScript ტექნოლოგიები
** Microsoft .Net პლატფორმასთან და C#-თან მუშაობის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება დიდ უპირატესობად) და ინგლისური (აუცილებელია) ენის ცოდნა

თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზუმე და მოტივაციის წერილი (სასურველია) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Info@ideadesignGroup.ge, mzangaladze@gmail.com . წერილის თემის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსია - დეველოპერი.

კომპანიის შესახებ:

კომპანია იდეა დიზაინ ჯგუფი საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველა სფეროში 2008 წლიდან.
ჩვენი მიმართულებებია:
 ვებდიზაინი და დეველოპმენტი;
 დიზაინი და ბრენდინგი
 კონსალტინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
 სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავება;
 მობილური აპლიკაციები;
 გეოსაინფორმაციო სისტემების (გის) შემუშავება;
 კარტოგრაფია;
 გის ანალიზი;
 ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ  ვებსაიტზე www.ideadesigngroup.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე