2020-01-24

პ​აშა ბანკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში

პ​ აშა ბანკი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, სრული განაკვეთით.

ვაკანსიების რაოდენობა: 4

სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი, სრული განაკვეთი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე


მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების დახმარება ყოველდღიური ინციდენტების გადაჭრასა და სერვის-მოთხოვნების შესრულებაში;
ტექნიკური პრობლემის გაჩენისას, განყოფილების თანამშრომლების დახმარება კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების დიაგნოსტიკასა და მოგვარებაში;
განყოფილების თანამშრომლების დახმარება IT-ში შემოსული დავალებების ადმინისტრირებაში;
გუნდის დახმარება ოპერაციული სისტემების ინსტალაციაში;
გუნდის დახმარება კომპიუტერის კომპონენტების ტესტირების პროცესში, მათი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
გუნდის დახმარება პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერაში - პრინტერი / სკანერი.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ჩაითვლება უპირატესობად;
თეორიული ცოდნა IT სფეროში;
ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაგეგმვა-ორგანიზების და საკუთარ დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი.

მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა


Print

« იხ. ყველა სიახლე