2019-09-16

ბავშვთა შემეცნებითი ცენტრი - ვინგს/Wings აცხადებს ვაკანსიას ისტორიის, ფიზიკის და გეოგრაფიის პედაგოგის ვაკანტურ პოზიციაზე



ბავშვთა შემეცნებითი ცენტრი wings/ვინგს,   შემეცნებითი პროგრამისთვის ეძებს მასწავლებლებს გეოგრაფიის, ისტორიის, ფიზიკის მიმართულებით.

-  სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე
- ანაზღაურება საათობრივი, 25-30 ლარამდე, შეთანხმებით

ვინგსი  წარმოადგენს ბავშვთა შემეცნებითი ცენტრს, სადაც 3 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაიგროვონ ცოდნა სამყაროს შესახებ და განივითარონ უნარ-ჩვევები ინოვაციური  და სახალისო  პროგრამების საშუალებით. 
ცენტრის მიზანია შექნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვებისთვის სიარული იქნება სასიხარულო და პროდუქტიული. 
ვინგსი  ერთ სივრცეში აერთიანებს,  ბავშვის ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან  მიმართულებებს:
შემეცნებითი პროგრამა, 
ვიზუალური ხელოვნება 
როლური თამაშები
ვინგსის შემოქმედებითი გუნდი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად ქმნის და ავითარებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ პროგრამებს.   

 შემეცნებითი პროგრამა
შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში ბავშვებს  შესაძლებლობა აქვთ მიიღონ  ინფორმაცია სამყაროზე, საინტერესო მოვლენებსა და  ფაქტებზე, თანამედროვე და ინოვაციური  პროგრამით.  რადგან ბავშვების ცნობისმოყვარეობა სამყაროს შესახებ არის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა,  ჩვენი მიზანია მათი ინტერესის უფრო მეტად გაღვივება  და ცოდნის დაგროვება სახალისო გაკვეთილებით.
შემეცნებით გაკვეთილებზე, ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას ისტორიის, ფიზიკის (რობოტიკა), გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიის და სხვა სფეროების მსოფლიო ტენდენციების, უახლესი მიგნებების და გამოწვევების შესახებ, კრეატიული და ინოვაციური მეთოდების საშუალებით.  ხოლო მიღებულ ცოდნას გაიმყარებენ პრაქტიკული ექსპერიმენტებით და გასართობი აქტივობებით.
შემეცნებითი პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას და ისეთი უნარ-ჩვევებს როგორიც არის:
- გუნდურობა, 
- კრეატიული აზროვნება და კვლევა
- თავდაჯერებულობის და თვითშეფასების ამაღლება
- სენსორული და მოტორული უნარები
- კომუნიკაცია, კონცენტრაცია და მეხსიერება გაუმჯობესება

 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზუმე CV გამომგზავნოთ 30 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე wingscenter.info@gmail.com


Print

« იხ. ყველა სიახლე