2018-01-10

გაყიდვების აგენტის ვაკანსია, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო"

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ირაო ორიენტირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტზე. ის მომხმარებელს სთავაზობს დაზღვევის სხვადასხვა პოლისებს და მომსახურებას.

განაცხადების მიღების ვადა: 29.01.2018

ძირითადი მოვალეობები: 
• ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და პროდუქტის შეთავაზება; 
• პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციების ორგანიზება და განხორციელება;
• საცალო სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
• კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
• პოტენციური კლიენტების ბაზის მუდმივი განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
• სასურველია გამოცდილება გარე გაყიდვების მიმართულებით;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

• ორგანიზებული;
• კომუნიკაბელური;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• მოლაპარაკების წარმოების უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელ. ფოსტაზე: iraohrra@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე