2018-03-28

სტაჟირება, კომპანია BDO Solutions

კომპანია ბიდიო სოლუშენსი კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

კომპანია BDO Solutions აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ტექნიკურ განყოფილებაში უმცროსი პროგრამისტის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

• 1С:Enterprise 8 პლატფორმის გამოყენებით Windows, Web და Mobile აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც);
• ობიექტზე ორიენტირებული რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა;
• მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა;
• სასურველია .net Framework-ის ცოდნა;
• სასურველია MS SQL სერვერის ადმინისტრირების ცოდნა;
• რუსული ენის კარგად ცოდნა (რუსული ტექსტების გარჩევა);
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• ორგანიზებული
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• დეტალებზე ორიენტირებული
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი პროგრამისტი (სტაჟიორი)“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09.04.2018 .
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე