2017-12-20

საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა

საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა სამართლის სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის!

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ პარლამენტის ოფისში. კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ღრმა ინტერესი გამჭვირვალობასთან, ანგარიშვალდებულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრ  დებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობასა და მართვაში.
განაცხადების მიღების ვადაა 05.01.2018

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით.
ხანგრძლივობა: 3 თვე (15 იანვარი - 15 აპრილი, 2018)
ხელმძღვანელი: საპარლამენტო მდივანი

ძირითადი მოვალეობები:
- კანონპროექტების რეზიუმეს მომზადება;
- კანონპროექტების მონაცემთა ბაზის განახლება;
- კვლევის პროცესში მონაწილეობა;
- პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება; 
- ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ საპარლამენტო მდივანთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართლის სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების და ბეჭდვის კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება);
- ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
- მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მისიისა და მანდატის სიღრმისეული გააზრება.

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

1. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);

2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ინგლისურ ან ქართულ ენაზე).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ „საპარლამენტო ოფისი”

Print

« იხ. ყველა სიახლე