2018-02-23

ინჟინერ-მექანიკოსის ვაკანსია, შპს „ჩირინა“

კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!

შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) აცხადებს ვაკანსიას ინკუბატორის ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ვადა: 05.03.2018

ძირითადი მოვალეობები:
• ინკუბატორში ბიოუსაფრთხოების წესების და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა/კონტროლი;
• წინა დღის მორიგე ოპერატორისგან განვლილი ღამის მორიგეობის ანგარიშის მოსმენა და მორიგე ოპერატორის ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერებთან გაცნობა;
• მორიგე ოპერატორის მუშაობის კონტროლი, ოპერატორისთვის დავალებების გაცემა და მათი მხრიდან შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
• ინკუბატორის და საჩეკის გაშვებამდე შესაბამისი კარადების შემოწმება;
• ინკუბატორის და საჩეკის გაშვებამდე შესაბამისი კარადების ავარიულ სიგნალიზაციაზე რეაგირების შემოწმება;
• სატრანსპორტო საშუალებებში, საწარმოო ზონებში, ინკუბატორის და საჩეკის კარადებში არსებული ტექნოლოგიური მდგომარეობის (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ) მუდმივი მონიტორინგი;
• ავარიებზე დროული რეაგირება და მორიგე ოპერატორთან ან კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დაზიანებული დეტალის გამოცვლა/რემონტი;
• დანადგარების შეზეთვა და შესაბამისად მექანიკურად გამართულობის მონიტორინგი/უზრუნველყოფა; 
• ინკუბატორის დანადგარების მოვლა-შენახვა და სწორად ექსპლოატაციისათვის ყურადღების მიქცევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული:
• უმაღლესი განათლება ინჟინერიის; ელექტრო ინჟინერიის განხრით;
• მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• ანალიტიკური აზროვნება;
• საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სავალდებულო მოთხოვნა:
* ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა 
პიროვნული:
• მაღალი პასუხისმგენლობის გრძნობა
• დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადააგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: a.maisuradze@chirina.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე