ფინანსური მენეჯერის ვაკანსია, „ციტადელი ჰოლდინგი“
საინტერესო ვაკანსია მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის!
„ციტადელი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას - ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში:
განაცხადის მიღების ვადა: 10.02.2018
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ფინანსური მიმართულებით);
• ფინანსური აღრიცხვის მაღალ დონეზე ცოდნა;
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
• საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
• ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის მართვა;
• ფინანსური მართვის მექანიზმების შემუშავება და მონიტორინგი, ფინანსური რისკებისა და ხარჯების შემცირების მიზნით;
• ფინანსური ანგარიშების მომზადება;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
• ფინანსური ანალიზი, პროგნოზირება, ბიზნესზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა და ანგარიშგება;
• რისკების შეფასება, ანალიზი;
• მომგებიანობის შეფასება/ რეკომენდაციები;
• დაგეგმვა, გაყიდვებისა და შესყიდვების განყოფილებებთან კოორდინაცია;
• თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დატვირტულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ფინანსური მენეჯერი - თსუ-დან).
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
„ციტადელი ჰოლდინგის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
« იხ. ყველა სიახლე