2018-01-11

სტაჟირება, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მსხვილ ჰოლდინგში სამუშაო გამოცდილების შეძენის მსურველთათვის აცხადებს სტაჟირებას შემდეგი მიმართულებებით (დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებითვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის):

განაცხადების მიღების ვადა: 21.01.2018

1. მარკეტინგის დეპარტამენტი:

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: 
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- ორგანიზებულობა და დროის დაგეგმვის უნარი;
- კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.

2. ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახური:

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.

3. ადმინისტრაციული მხარდაჭერა:

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.

4. კორპორატიული გაყიდვები:

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან 
- მარკეტინგის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- დამარწმუნებული კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების უნარი.

ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
- კორპორატიული სადილი;
- ფიტნეს-დარბაზი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- მიიღებიან მაგისტრატურის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი

დაინტერესების შემთხვევაში, გადააგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2018 წლის 21 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 
 
Print

« იხ. ყველა სიახლე