2019-09-13

ვაკანსია სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე

მიკროსაფინანსო კომპანია „მისო ევროკრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

“მისო ევრო კრედიტი“ არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. ამჟამად კომპანია წარმოგიდგენთ ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს  კონკურენტული პირობებით.
„მისო ევრო კრედიტი“ მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტიპის მენეჯმენტით და ორიენტირებულია თანამშრომელთა კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე, ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

• მომხმარებლის დახვედრა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
• მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება
• პირველადი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია
• მომხმარებლის დახმარება რიგის მართვის და სწრაფი გადახდის აპარატებთან
• რიგის მართვა და პრობლემური სტიუაციის მოგვარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel)  ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველება
  • აქტიურობა
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი

თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, ხართ ენერგიული და მოტივირებული, მისო ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლის და განვითარების საუკეთესო შანსი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge; 
სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითეთ პოზიციისა და ქალაქის დასახელება დასახელება. 

გთხოვთ,  განაცხადი გადმოაგზავნოთ არაუგვიანეს  2019 წლის 10 ოქტომბრისა. 

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის გისურვებთ წარმატებებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე