2018-04-18

მოკლევადიანი დასაქმების პროგრამა, კომპანია აჭარაბეთი

კომპანია აჭარაბეთი აცხადებს მოკლევადიან დასაქმების პროგრამას (10 დღის განმავლობაში) გადახდების დეპარტამენტში (Payment Department).

შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს ბარათების ლოგისტიკას: ბარათების დათვლას, დალაგებას და მოწესრიგებას. 
ადგილების რაოდენობა: 6

დღიური ანაზღაურება იქნება 30 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 7:00 საათამდე (8 საათი).

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გადააგზავნეთ 10-დან 25 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: t.kereselidze@adjarabet.com

Print

« იხ. ყველა სიახლე