2018-04-19

გაყიდვების აგენტის ვაკანსია, ტურისტული კომპანია Duda Travel

ტურისტული კომპანია Duda Travel აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

განაცხადების მიღების ვადა: 10.05.2018

ძირითადი მოთხოვნები:
• კომპანიის პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
• პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
• გაყიდვების გეგმის შესრულება;
• ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• აუცილებელია რუსული, ინგლისური ენების ფლობა სალაპარაკო დონეზე;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა; 
• ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
• კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
• სასურველია ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ანაზღაურების პირობები:
ყოველ მოძიებულ და შესრულებულ პროექტზე 10%-დან 20%-მდე. შემდგომი თანამშრომლობის და დასაქმების პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გადააგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: Dudatravel1@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე