2018-01-10

ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე, კომპანია "Makler.ge"

უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" აცხადებს ვაკანსიას რეალტორის პოზიციაზე.
კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/16:00.
სამუშაოს მიზანი: უძრავი ქონების ოპერაციებით დაინტერესებულ პირთათვის მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდება.
განაცხადების მიღების ვადა: 10.02.2018

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:
** უძრავი ქონების განცხადებების მუდმივად განახლება/დამუშავება;
** მეპატრონეებთან და კლიენტებთან კონსულტაცია;
** უძრავი ქონების ფოტომასალის მომზადება;
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ოპერაციების განხორციელება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Microsoft Word, Excel, PowerPoint, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კარგად ცოდნა.
რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, ასევე, მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციისათვის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge
კომპანია "Makler.ge" გთავაზობთ:
** ყველაზე, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად, აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მაღალი ფიქსირებული და ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე