2018-03-28

სტაჟირება, თიბისი ბანკი

თიბისის მარკეტინგის გუნდი ეძებს გულანთებულ და ენერგიულ სტაჟიორებს.
პროგრამის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ ადამიანებს, ვისთვისაც საინტერესოა თიბისი, როგორც ბრენდი, სწავლობს მარკეტინგის ან კომუნიკაციების განხრით და აქვთ სურვილი მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება ამ სფეროში.

თუ ფიქრობ, რომ ეს საქმე შენთვის საინტერესოა, მაშინ გადახედე ჩვენს მოთხოვნებს:
 დაგვჭირდება დრო, ენთუზიაზმი, ქართული და ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრმებთან მუშაობის გამოცდილება.
 უნდა იყო მარკეტინგის, ხელოვნების ან ბიზნესის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

რას მიიღებ ჩვენს გუნდში მუშაობისას?
 საინტერესო სამუშაო გარემოს და პროექტებს, გაიცნობ ახალ ხალხს სხვადასხვა სფეროდან
 გექნება საკუთარი უნარების გამოვლენის მრავალმხრივი შესაძლებლობა
 6 თვის განმავლობაში შეგეძლება მუშაობა მარკეტინგის სხვადასხვა განყოფილებებში
 გექნება თემატურ მასტერკლასებზე და ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა

როგორ ვარჩევთ თანაგუნდელებს?
 განვიხილავთ ბიოგრაფიებს და სამოტივაციო წერილებს
 აუცილებლად გვექნება კრეატიული დავალება
 შერჩეულ კანდიდატებს შევხვდებით პირადად

დაინტერესების შემთხვევაში, გვიამბე შენს შესახებ, რაც შეიძლება ლაკონურად და თან დაურთე სამოტივაციო წერილი, ფოტოსურათი და გამოგზავნე ელ.ფოსტაზე: internship@tbcbank.com.ge 30 მარტის ჩათვლით და არ დაგავიწყდეს:  # წერექართულად

Print

« იხ. ყველა სიახლე