2018-04-30

კორპორატიული გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის ვაკანსია, ვაბაკო

ვაბაკო აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 09.05.2018

ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციური კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება;
• პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება ტელეფონით და მათ ინტერესებში გარკვევა;
• დაინტერესებული კლიენტებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ფორმით;
• მიღებული ინფორმაციის ორგანიზება და CRM სისტემაში რეგისტრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ხარისხი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) 
პირობები:
• სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
• ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე, მეორე ბიჯი - 750 ხელზე, მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე. (ბიჯებს შორის შუალედი არის საშუალოდ 8 თვე)
• ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე