თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება 1923 წელს შეიქმნა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა. მისი დამფუძნებელი იყო პროფესორი გიორგი გეხტმანი. 1960-იან წლებში დეპარტამენტმა დიდი სამუშაო გასწია მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების შესწავლაზე, ხოლო 1970-იანი წლიდან დაიწყო სოციალური გეოგრაფიის სწავლება და კვლევა, რითაც იგი ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიმართულებამ გააფართოვა აკადემიური კავშირები და არაერთი პროექტი, პუბლიკაცია თუ აქტივობა მომზადდა ბრიტანელ, ამერიკელ, პოლონელ, რუს, ისრაელელ, უნგრელ თუ სხვა უცხოელ კოლეგებთან ერთად. 2000 წლიდან იგი ტრანსფორმირდა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებად და 2005 წლიდან შეუერთდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს.

მიმართულება სტუდენტებს სთავაზობს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამები მოიცავს როგორც ლექცია-სემინარებს, ასევე კვლევით-საველე პრაქტიკებსაც.  სტუდენტებს მიმართულება ეხმარება შესაბამის ორგანიზაციებში  სტაჟირება-პრაქტიკების გავლაშიც. მიმართულება სტუდენტს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს, როგორებიცაა: პოსტ-საბჭოთა სივრცის გეოგრაფია, ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფია, მოსახლეობის გეოგრაფია, დემოგრაფია, კარტოგრაფია, გეოინფორმაციული სისტემები, მიგრაციის კვლევები, სამხრეთ კავკასია: სივრცე, საზოგადოება, განვითარება, მსოფლიო ქალაქები: გეოურბანიზმი, ტურიზმის და ეკონომიკის გეოგრაფია, გეოპოლიტიკა და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გეოგრაფია და სხვა. 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებამ  დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დიპლომატიურ და საჯარო სექტორში მოღვაწე არაერთი თაობის აღზრდაში.