2019-10-02

ახალი დაფინანსებული პროექტი – CISI


თსუ შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პროექტმა -  " ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად /  Curriculum Innovation for Social Inclusion / CISI  " -    ე რაზმუს + პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში  დაფინანსება მოიპოვა . საპროექტო განაცხადის მომზადება  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით განხორციელდა. 

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე   ახალი პროექტის განხორციელება  2019 წლის ნოემბრიდან  დაიწყება.   

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.   

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი კურსების მომზადება, რომელიც მომავალ პედაგოგებს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის მოამზადებს.  ასევე, დაგეგმილია სპეციალური მასწავლებლებისთვის სასერთიფიკატო პროგრამის მომზადება. 

პროექტის ერთ–ერთი პარტნიორია საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტში ასევე ჩართულია ოთხი უცხოური უნივერსიტეტი  (Palacky University Olomouc (Czech Republic), Philipps-Universität Marburg, UMR (Germany), University of Warsaw, UW (Poland)  &  Transilvania University of Brașov UTBv (Romania ), სამი ქართული უნივერსიტეტი  (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნუვერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი )    და სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია  (განათელბის განვითარებისა და დასაქმების ცენტრი,  მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის და „მარიანი“).

Print

« იხ. ყველა სიახლე