2018-07-17

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1.1       პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.2       პირადობის მოწმობის ასლი;
1.3       სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.4       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.5       სიგელები;
1.6       სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.7       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;


საბუთები მიიღება 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 20 ივლისის 14 საათის ჩათვლით, თსუ, მესამე კორპუსი, 107-ე ოთახი.



Print

« იხ. ყველა სიახლე