2016-01-26

მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი გრანტების კონკურსი 2016


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკლუტეტი აცხადებს მიზნობრივი სამეცნიერ–კვლევითი გრანტების კონკურსს


მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება ხდება კონკურსის წესით

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელთაც სამეცნიერო კვლევაში მოეთხოვებათ ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობა.

საპროექტო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს  ფაკულტეტის კანცელარიაში ელექტრონული და ბეჭდური სახით 2016 წლის 22 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 საათამდე.   

1. ფაკულტეტის ფარგლებში განსახორციელებელი სამეცნიერო–კვლევითი პროექტი

  • ფაკულტეტის ფარგლებში განსახორციელებელი ერთი სამეცნიერო–კვლევითი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 12 500 ლარს
  • პროექტში  სავალდებულოა არანაკლებ 2 სტუდენტის ჩართულობა 
  • ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს ერთზე მეტ პროექტს.
  • პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალის (პროფესორის/პროფესორების) ჯამური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 30%-ს.
  • პროექტის შესრულების ვადები: 15/04/2016–26/12/2016
პროექტში ჩართულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლების საფეხურის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ:

  • ბაკალავრიატის სტუდენტს – არანაკლებ 150 კრედიტისა, GPA-ის რეიტინგი - არანაკლებ 3.0  
  • მაგისტრატურის პირველი კურსის  სტუდენტს – არანაკლებ 30 კრედიტისა
  • დოქტორანტებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე სემესტრიდან
  • სტუდენტს მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთ პროექტში

2. ინტერდისციპლინური (ინტერფაკულტეტური) სამეცნიერო–კვლევითი პროექტი

  • ინტერდისციპლინური (ინტერფაკულტეტური) სამეცნიერო–კვლევითი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს
  • პროექტში სავალდებულოა თოთოეული ფაკულტეტიდან, სულ მცირე, 1 აკადემიური პერსონალისა და 1 სტუდენტის ჩართულობა
  • ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს ერთზე მეტ პროექტს.
  • პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალის (პროფესორის/პროფესორების) ჯამური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 30%-ს.
  • პროექტის შესრულების ვადები: 15/04/2016–26/12/2016

პროექტში ჩართულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, სწავლების საფეხურის შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ:

  • ბაკალავრიატის სტუდენტს – არანაკლებ 90 კრედიტისა, GPA-ის რეიტინგი - არანაკლებ 3.0;   
  • მაგისტრატურის პირველი კურსის  სტუდენტს – არანაკლებ 30 კრედიტისა;
  • დოქტორანტებს პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მეორე სემესტრიდან.
  • სტუდენტს მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთ პროექტში

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ განთავსდება ფაკულტეტის ვებგვერდზე 17 მარტს, ხოლო საბოლოო ინფორმაცია - 24 მარტს.   სააპელაციო პერიოდი: 16-23 მარტი



Print

« იხ. ყველა სიახლე