2018-11-16

ანტი-სტიგმა კამპანია "დაინახე ყველაფერი"

შეხვედრა სტუდენტებთან

 

21 ნოემბერს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, #106 აუდიტორიაში  ანტი-სტიგმა კამპანია "დაინახე ყველაფერი"  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით  აწყობს შეხვედრას სტუდენტებთან. 

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ისაუბრებენ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შესახებ.

შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შემოუერთდნენ ანტი-სტიგმა კამპანიას, მათ საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის ბრენდირებული სამაჯურები წარწერით „ მე ვარ ანტი-სტიგმა კამპანიის წევრი“ ასევე ბრენდირებული მეხსიერების ბარათები და სხვა საჩუქრები.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით.

მისამართი: თსუ მესამე კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, აუდიტორიაN 106

 

Print

« იხ. ყველა სიახლე