2015-09-10

მაგისტრანტთა გამოშვება 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მაგისტრის წოდების მინიჭება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიულოცეს.




საზეიმო ღონისძიების შემდეგ მუსიკალურმა ბენდმა „Goofyland“ კონცერტი გამართა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის ქართული და უცხოური ჰიტების ვარიაციები დაუკრა.




თსუ-ში 90 საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა მოქმედებს. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა 800-მდე სტუდენტმა დაამთავრა.






Print

« იხ. ყველა სიახლე