2015-11-22

თსუ ფსიქოლოგიის კოლოკვიუმების სერია 2015 წარმოგიდგენთ

თსუ ფსიქოლოგიის კოლოკვიუმების სერია წარმოგიდგენთ

24.11.2015; 18:00. #306. ნეიროფსიქოლოგი მარიამ მეტრეველი: "აღმზრდელისა და კომპიუტერის გავლენა პრეფრონტალური ქერქის ფუნქციების ჩამოყალიბებაზე სკოლამდელ ასაკში"

ცნობილია, რომ ფილოგენეტურად ახალი და ონტოგენეზში გვიან განვითარებული თავის ტვინის არეები უფრო მეტად განიცდის სოციალური ფაქტორების როგორც მავნე, ასევე დადებით გავლენას. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ სოციალური ნეირომეცნიერებების მთავარ ფოკუსს პრეფრონტალური ქერქი წარმოადგენს. თავის ტვინის ეს არე - ერთ დროს უფუნქციოდ მიჩნეული, ახლა თავის ტვინის „მმართველ პუნქტად“ აღიარეს. პრეფრონტალური ქერქი აღმასრულებელი ფუნქციების „საცავია“ და სწორედ ამ ფუნქციების მეშვეობით შეუცვლელი წვლილი შეაქვს ადამიანის ფსიქიკურ ფუნქციონირებაში, ამიტომ ამ არისადმი ინტერესი დღეს უკვე აღარ იწვევს შეკითხვებს.


#R&D  #tsucolloquiumSeries2015 
Print

« იხ. ყველა სიახლე